მეაბრეშუმეობა სოფელ ზემო ხოდაშენში

ათეული წლების წინ მივიწყებული მეაბრეშუმეობის დარგი შესაძლოა, კვლავ აღდგეს.

აბრეშუმის ჭიის პარკის წარმოება 2002 წლიდან, ფაქტობრივად, მთალიანად შეწყდა.

კოოპერატივი “აბრეშუმხვევია“ ახმეტის მუნიციპალიტეტში წლებია დარგის განვითარებაზე მუშაობს. კოოპერატივის თავმჯდომარე ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა შენობა–ნაგებობა, სადაც პარკის მიმღები პუნქტი იქნება. ნუნუ ქართველიშვილი სოფელ ზემო ხოდაშენში არსებული პარკის საშრობი შენობა–ნაგებობის გადაცემას თხოვს.

“50 წელიწადია, რაც მეაბრეშუმეობის დარგს ვემსახურები. ვმუშაობდი ახმეტის რაიაბრეშუმში, დღემდე ვითვლები მატერიალური პასუხისმგებლობის პირად. ამ პერიოდში ახმეტაში, დაახლოებით, 85 ტონა აბრეშუმი მზადდებოდა. მთელ კახეთში ეს ერთი შენობაა შენარჩუნებული. ყურადღება რომ მომედუნებინა, ისე განიავდებოდა ქონება, როგორც სხვაგან. შენარჩუნებული მაქვს პარკის მიმღები პუნქტი, რომელიც დაკომპლექტებულია პარკსახმობი აპარატით. დღესვე შეიძლება დამზადდეს ბევრი პარკი, მაგრამ ხარჯებს მოითხოვს ძალიან ბევრს. ჩვენ ვზრდით პარკის ჭიის ჰიბრიდის ჯიშს “მზიური დიღმურთან“, – ამბობს ნუნუ ქართველიშვილი.

მისივე ინფორმაციით, კოოპერატივის წევრებს ჭია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან მოაქვთ. მეაბრეშუმე აღნიშნავს, რომ ცენტრში გამოყვანილი ჰიბრიდული ჯიში მაღალხიარისხიანი და კონკურენტუნარიანია.

“საუკეთესო ხარისხის პარკს ვიღებთ. ანაზაღაურება ძალიან დაბალია. 15 ლარს ვუხდით 1 კილოგრამ პარკში, მაგრამ იმდენად შრომატევადია, რომ ადგილობრივების ინტერესი ნაკლებია. ჩვენ რომ გვქონდეს დამხარება, პარკიც დიდი რაოდენობით დამზადდება და დარგის განვითარებას შეეწყობოდა ხელი. გასულ წელს გადმოგვცეს ძაფის აბრეშუმის ამოსახვევი დანადგარი, მაგრამ საქმე უსახსრობის გამო ვერ გავაგრძელეთ. პარკი მოვხარშეთ და ბამბათ ვაქციეთ. ამჯერად, 12 ოჯახში გვყვავს გაცემული და ველოდებით მოსავალს. აბრეშუმის პარკზე მოთხოვნა გაჩნდა, ხელოვნების ხალხს სჭირდება, საუკეთესო ნაწარმი დაამზადონ. პარკსაშრობი შენობა–ნაგეგობა ჯერ გადმოცემული არ გვაქვს. ბევრი რამ გვაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ თუ შენობის რეაბილიტაცია არ დაიწყება, აქ შეუძლებელია საქმის გაგრძელება. მუშაობა დღესვე შეიძლება, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით არ იქნება შეკვეთა, ვერ ჩავრთავთ ამ აპარატს, რადგან ხარჯები დიდია.“, – აცხადებს მეაბრეშუმე ქალბატონი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები ლუიზა ქართველიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად ჰიბრიდი “მზიური დიღმურთან“ ჯიშის ჭიებს ზრდის. ლუიზა ამბობს, რომ ეს საქმე მისთვის შემოსავალის ერთადერთი წყაროა.

“ჭიის მოვლა საინტერესოა, პირველად ჩვენ მოვიყვანეთ. ძალიან რთული ცოხვრებაა, ფინანსურად გვიჭირს და ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ახმეტაში შეიძლება ამ დარგის განვითარება, მაგრამ თუ მეტი დახმარება და ინვესტიცია არ ჩაიდება, ვერ განვითარდება. ანაზღაურება მაღალი უნდა იყოს, საქმე შრომატევადია. პრობლემაა თუთის ფურცელიც, პლანტაციები გახმა. თუ ანაზღაურება გაიზრდება, ჩემთვის უფრო მომგებიანია იქნება და მეტ ჭიას მოვიყვან, სხვებიც დაინტერესდებიან“, – აცხადებს ლუიზა ქართველიშვილი.

აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნარგიზ ბარამიძე მეაბრეშუმეობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კახეთში ამ დარგის განვითარების დიდი პოტენციალია. ბარამიძე აღნიშნავს, რომ ჭიისა და თუთის ჯიშები კლიმატურ პირობებთან ერთობლივად ქმნის იმ მასალას, რაც უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის წარმოებისათვისაა საჭირო.

“დღემდე კახეთში უფრო მეტად არის შენარჩუნებული თუთის პლანტაციები, ვიდრე სხვაგან და ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. ახმეტის გარდა, ასევე, დიდი პოტენცილი ჰქონდა ლაგოდეხსაც. თუთის პლანტაციებია მთავარი. ჩვენი აბრეშუმის ნაწარმი ძალიან მაღალხარისხიანია. პარკი განპირობებიულია ჯიშებით და ამავე დროს კლიმატური პირობებით. თუთის ჯიშები აბრეშმის წარმოებისათვის ერთობლივად ქმნის შესანიშნავ მასალას. გვაქვს მეაბრეშუმეობის განვითარების მცირე პროგრამები და საინვესტიციო პროგრამები. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს კომისია, რომლის წევრი მეც გახლავართ და ვფქრობთ, რომ მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის გავაკეთებთ 2 პროგრამას, აღმოსავლეთში და დასავლეთში“, – განმარტავს მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მეაბრეშუმეობის მიმართულებით ნარგიზ ბარამიძე.

აბრეშუმის მწარმოებლების შეფასებით, ქართული აბრეშუმი კონკურენტუნარია და არ არის გამორიცხული, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს.

“რაიონში გვქონდა 315 ჰექტარი თუთის პლანტაცია, საიდანაც დღეისათვის შემორჩენილია 50 ჰექტარისაიდანაც საუკეთესოთ აღრიცხული 20 ჰექტარია. თუთის ნარგავები თხულობს გაახალგაზრდავებას, გადაჭრას. 2003 წლიდან არ ყოფილა გამოკვება, რომ გამოყენებულიყო თუთის პლანტაცია. ვითხოვთ, რომ თუთის პლანტაციები გადმოგვეცეს იჯარით. ჯერ ადგილობრივი მოთხოვნილება დავაკამყოფილოთ, შემდეგ კი შეიძლება გატანაზე ვიფიქროთ, თუ ავმუშავდებით და გავამზადებთ“, – ამბობს ნუნუ ქართველიშვილი.



მულტიმედია



კომენტარები

კომენტარი