დედოფლისწყაროში ბიო რძის წარმოებას იწყებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანია „შირაქის რძის პროდუქტები“ ბიორძის წარმოებას იწყებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა გივი ქავთარაძემ განაცხადა, საწარმოში, სადაც 12 სახეობის ყველსა და რძის პროდუქტებს ამზადებენ.

ქავთარაძე ამბობს, რომ წარმოებაში მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემაა (HACCP) ანერგილი, რაც, მისი მტკიცებით, პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
“ვაწარმოებთ ყველს, რძეს, მაწონს, ხაჭოს, არაჟანს და 12 სახეობის ყველს. საწარმოში დაგეგმილი გვაქვს ჰასპის სისტემა, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული გვაქვს აღიარება, ჩვენი პორდუქციის ეტიკეტებზე აწერია შემადგენლობა“, – აღნიშნავს ქავთარაძე.

კომპანია პროდუქციას ძირითადად თბილისში ყიდის. საწარმო გეგმავს, რომ რძის პროდუქტების რეალიზაცია თელავშიც დაიწყოს.

“ჩვენ მიერ წარმოებული რძის პროდუქტების ძირითადი სარეალიზიაციო ბაზარი თბილისია. ჩვენ არ გვიცდია კახეთის რეგიონის ბაზრის ათვისება ამ დრომდე, თუმცა ახლა ვგეგმავთ, რომ მოლაპარაკება ვაწარმოოთ სასტუმროებთან და რესტორნებთან, რომლებიც თელავშია განთავსებული, შემდეგ კი სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეიძლება ბაზრის ათვისება“, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

კომპანიამ 200 სული ჰოლშტეინური ჯიშის საქონელი სპეციალურად ბიომეურნეობისთვის ჩამოიყვანა. ქავთარაძის ინფორმაციით, მათ სპეციფიკური საკვები სჭირდებათ.

“საქონლისთვის საჭირო მარცვლეულის ეკოწარმოება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ჰერბიციდებსა და პესტიციდებს არ მოვიხმართ. ხორბალი, ქერი, სიმინდი და მზესუმზირა, ყველაფერი არის ბიო. მხოლოდ ამ ტიპის საკვებს ჭამს ძროხა, სადაც მინარევი და ქიმია არ არის. ამის შედეგად ვიღებთ ბიო რძეს. უახლოეს ხანში მეცხოველეობის დარგში ბიო სერთიფიკატს ავიღებთ და მომავალი წლიდან დავიწყებთ წარმოებას“, – აცხადებს გივი ქავთარაძე.

ეკოლოგიურად სუფთა რძის წარმოების გარდა, კომპანია უახლოეს მომავალში საქმიანობის გაფართოებას აპირებს.



მულტიმედია



კომენტარები

კომენტარი