პომიდვრის ჩითილის დარგვა ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით

პომიდორი ერთწლოვანი მცენარეა, რომელიც ძაღლყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი ყველა ჯიში მიეკუთვნება ერთ სახეობას — Lycopersicum esculentum Mill. ამავე სახეობას მიეკუთვნებიან წვრილნაყოფა, ველურად მოზარდი მოცხარისებური და ალუბლისებური ფორმები.

პომიდვრის კვებით ღირებულებას, კარგ გემურ თვისებებთან ერთად, მის ნაყოფში ნახშირწყლების, აზოტოვანი ნივთიერებების, ბიოკატალიზატორების და მინერალური მარილების შემცველობა განაპირობებს.
პომიდვრის საადრეო მოსავლის მისაღებად, ჩითილი გამოჰყავთ კვალსათბურებში ან სათბურებში. დაბლობ ზონაში, კვალსათბურებში თესლი უნდა დაითესოს თებერვლის პირველ ნახევარში, საშუალო საგვიანოსათვის — მარტში, ხოლო საგვიანოსათვის — აპრილში; მებოსტნეობის სხვა ზონებში, ორ-ორი კვირით უფრო გვიან. პროდუქტის უფრო ადრე დათესვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან გადაზრდილი ჩითილი ცუდად ხარობს და მცენარე მალე ამთავრებს მსხმოიარობას. ჩითილს, მუდმივ ადგილზე დარგვის მომენტისათვის, უნდა ჰქონდეს განვითარებული 7-9 ფოთოლი და პირველი საყვავილე მტევანი.
პომიდვრის ჩითილის გამოსაყვანად სათბურის 1 კვ.მ. ფართობზე ითესება 2-3 გრამი თესლი. მწკრივში თესლი უნდა ჩაითესოს ისეთ მანძილზე, რომ 1 კვ.მ. ფართობზე 250-დან 300 ჩითილი გაიზარდოს.
პომიდვრის მოვლის ძირითად სამუშაოებს შეადგენს: ნიადაგის გაფხვიერება, მიწის შემოყრა, სარეველა ბალახების მოსპობა, გამოკვება, მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა.
იხილეთ ვიდეო, როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიის დახმარებით პომიდვრის ჩითილის დარგვა.

კომენტარები

კომენტარი