გოჭების მარათონი – მეათე გადაცემა

საქონლის სასაკლაოს მოწყობის ძირითადი პრინციპები

პროექტის “MOLI კახეთში” და მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ ერთობლივი იდეის ფარგლებში გადაცემათა ციკლი „გოჭების მარათონი“ გრძელდება. დღევანდელი გადაცემა რიგით მეცხრეა. გადაცემაში ვისაუბრებთ გოჭების თანამედროვე და ტრადიციული კვების მეთოდოლოგიის შესახებ.

ხორცის პირველადი გადამუშავების სტანდარტების დაცვა სურსათის უვნებლობის მართვის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია. ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის – სასაკლაოების არსებობა. მომხმარებლის ინტერესების დაცვის და უვნებელი ხორცით უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია წარმოების მთლიანი ჯაჭვის – ფერმიდან სუფრამდე – კონტროლი. სამომხმარებლო ბაზარზე მიკვლევადი და უვნებელი ხორცის მოხვედრის ძირითადი წინაპირობა ცხოველის სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკვლაა.

სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ცხოველთა/ფრინველთა სასაკლაოებს HACCP-ის ( Hazard Analysis Critical Control Point) – საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას ავალდებულებს. ვრცლად იხილეთ ვიდეწორეპორტაჟში.



ასევე იხილეთ:

კომენტარები

კომენტარი