დაფინანსება ახალგაზრდა მეწარმეებისთვის

საგრანტო კონკურსი „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროგრამის მიზანია სტიმული მიეცეს სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში განხორციელდეს ინვესტიციები, რომლის შედეგად გაუმჯობესდება ახალგაზრდა მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მიზნების მისაღწევად მოხდება ახალგაზრდებზე მორგებული დაფინანსების მოდელების შექმნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს წამოიწყონ სამეწარმეო საქმიანობა და მოახდინონ საკუთარი გეგმების რეალიზება.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ “სტარტაპების” თანადაფინანსებას. დაფინანსებას მიიღებენ ახალგაზრდა ინდივიდუალური მეწარმეები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები (რომლებიც დაფუძნებულია ახალგაზრდების მიერ). დაფინანსების მოცულობა განსაზღრულია წარმოდგენილი პროექტის 40%-ის ოდენობით, არაუმეტეს 60,000 ლარის.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მითითებული წყარო:
www.apma.ge

კომენტარები

კომენტარი