ტენდერი წიწვოვანი მცენარეების ნერგების მოწოდებაზე

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) არის აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს ხელისუფლებების და ევრო კავშირის მიერ 1999 წელს დაარსებული დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას და მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მისი სათაო ოფისი საქართველოში, ქალაქ თბილისში მდებარეობს, ხოლო ფილიალები სომხეთსა და აზერბაიჯანში.

კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა ამჟამად ახორციელებს პროექტს “მიწის აღდგენის ღონისძიებები მიწის ეროზიის პრევენციისა და ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად დაახლოებით 500 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწაზე შიდა ქართლში” რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს “სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის” (AMMAR) პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით. პროექტი მიზნად ისახავს 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლების გაშენებას გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებულ პროექტის “მიწის აღდგენის ღონისძიებები მიწის ეროზიის პრევენციისა და ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად დაახლოებით 500 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწაზე შიდა ქართლში” ფარგლებში აცხადებს ტენდერს წიწვოვანი მცენარეების ნერგების მომწოდებლის შესარჩევად.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია (იხილეთ თანდართული დოკუმენტი).

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2018 წლის 20 აპრილი, 17:00 საათი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

ფრიდონ გოგოტიშვილი
ფინანსური ოფიცერი
REC Caucasus
ტელ:+ 995 32 2250775
მობ: +995 577 55 35 95
ელ-ფოსტა: phridon.gogotishvili@rec-caucasus.org

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წყარო:
www.jobs.ge

კომენტარები

კომენტარი