ბანკები და მიწა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმით დღესაც აკრძალული აქვთ.
აკრძალვა ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. ამ კომპანიების რიგებში არიან ბანკებიც. მათ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწების დასაკუთრების და შემდგომ რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მორატორიუმის შედეგად დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე სესხი შეფერხდა. ოთარ დანელიას ინფორმაციით, ინიცირებული ორგანული კანონის პარალელურად ცვლილებები მოქმედ მორატორიუმშიც შევა. დანელიამ აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორს, არავითარ შემთხვევაში, მიწის დასაკუთრების შესაძლებლობა არ ექნება.
“მოქმედ მორატორიუმში გვინდა შევიდეს ცვლილება, რომელიც ხელ-ფეხს გაუხსნის აგრო-სასურსათო მიმართულების დაფინანსებას. გვინდა, ეს პრობლემა მოგვარდეს და ფერმერებისთვის ფინანსური რესურსი გახდეს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.


წყარო: www.knews.ge

კომენტარები

კომენტარი