ცხვრების გადარეკვა უძველესი გზით – ამერიკელი ჟურნალისტი ქართულ მეცხვარეობაზე

„ცხვრის ნაკადი უწყვეტად მიედინება დაქსელილ გზებზე და მწყემსები გაკვირვებულები სიხარულით ესალმებიან მოულოდნელ სტუმარს“, -წერს აზერბაიჯანელ მწყემსებზე ამერიკელი ჟურნალისტი სტივ ვერბლოუ, რომელიც საქართველოში დაახლოებით ორი თვის წინ იმყოფებოდა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მწყემსებს მხოლოდ სიგარეტი, მობილური ტელეფონი და ცისფერი ჯინსი განარჩევთ თავიანთი წინაპრებისგან, რომლებიც ამ გზას ათასობით წლის წინ გადიოდნენ. ვერბლოუ ერთგავარად მხატვრულად აღწერს ცხვრის გადარეკვის პროცესს.
„ერთერთი მეცხვარეს ჩორთით მიჰყავს ცხენი და თავის ტყავის აღვირს მხარზე იგდებს. ის რუსულად უხსნის სტუმარს, რომ 1500 სული ცხვარი იქნა გადაყვანილი 5 დღიიანი მგზავრობის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს გავლით სოფელ დედოფლისწყაროში, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს. სწორედ ამ ადგილს იყენებენ დაბლობის (ბარის) საძოვრებად ზამთრისთვის. ცხვარს უკან მიჰყვებიან ვირები, რომლებსაც აკიდებული აქვთ ღამის გასათევი კარვები და საკვების მომზადებისთვის საჭირო ნივთები. მათ ძლივს მიჰყვება რამდენიმე ათეული ქართული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მოკლერქიანი, ყავისფერი, მრავალი ფუნქციის მატარებელი ჯიში, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც მთები მათ გარშემო. მწყემსები კი ღამით ბანაკდებიან“, – წერს სტივ ვერბლოუ.
ამერიკელი ჟურნალისტი, ასევე, მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდს და საუბრობს ქვეყნის მისწრაფებაზე, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. სტივ ვერბლოუ ევროპის ბაზრის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„საქართველოევროპის უკიდურეს დასავლეთად ითვლება. საქართველო, როგორც ერთ-ერთმა პირველმა ქვეყანამ, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ჯერ კიდევ ადრეულ მეოთხე საუკუნეში, წლები ითვლებოდა რუსეთის გუშაგად კავკასიის მთიანეთში. 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ , რომელსაც სურს ნატოსა და ეცროკავშირში გაწევრიანება, რაც ძლიან ხანგრძლივი პროცესია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანიი საექსპორტო პროდუქტი ევროპაში გასატანად სწორედ შალია. ფაქტობრივად, შალია სწორედ ქვეყნის ნომერ პირველი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ევროკავშირისთვის თაფლისა და ღვინის შემდეგ“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.
სტატიაში, ასევე, მოყვანილია საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის ნკომენტარი. ბექა გონაშვილი სტივ ვერბლოუსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო მილიონზე მეტი ცხვრის სამშობლოა, რომელთა უმრავლესობა რამდენიმე ათეული მცირე ჯგუფების მფლობელობაშია.
„ბექა გონაშვილი ერთ-ერთი მსხვილი ფერმერია. მას ჰყავს 5000 თუშური ცხვარი, 1000 სადედე ბატკანი, 300 ვაცი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ასევე ვირების, ცხენები და ძაღლები, რომლებიც პირუტყვს იცავენ“, – წერს სტივ ვერბლოუ.
„ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენ არ გავქს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური საშუალებები. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ცხვრები ვუზრუნველყოთ საკვებით და მეტი ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ ჯერ კიდევ ხელით ვაწოვებთ რძეს“, – ამბობს ბექა გონაშვილი სტივ ვერბლოუსთან საუბრისას.
ჟურნალისტი, ასევე, საუბრობს პროექტის „MOLI“ კახეთში მნიშვნელობაზე, რომლის მიზანია მეცხოველეობის საბაზრო სისტემის გაუმჯობესებით რძის და ხორცის მწარმოებელ ფერმერთა შემოსავლების გაზრდა. ვერბლოუ საქართველოში პროექტის „MOLI კახეთში“ მოწვევით ჩამოვიდა.
„2017 წლის, 22-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში „აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ (IFAJ) საბჭოს წევრი და ამერიკული გამოცემის The Furrow (https://www.johndeerefurrow.com/) აგროჟურნალისტი, სტივ უერბლოუ იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარი მიზანი, 500 000 მდე ამერიკელი და კანადელი ფერმერისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფერმერთა საქმიანობის გაცნობა იყო. წლევანდელ კონგრესზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, მე შევხვდი და სწორედ აქ გაჩნდა ინტერესი, რომ ის საქართველოში ჩამოსულიყო და ახლოს გაცნობოდა ქვეყანას.
სტივ უერბლოუ, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების როგორც ზოგადი სურათით, ისე იმ სექტორთა ახლოს გაცნობით დაინტერესდა, რომლებიც ქვეყნისთვის ცნობილი და ნიშური პროდუქციის, მათ შორის ღვინის, ყველის, მატყლისა და თაფლის წარმოებასთანაა დაკავშირებული. ვერბლოუ საქართველოში შეხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნოდარ კერესელიძეს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნინო ზამბახიძეს შეხვდა. ვიზიტის დასასრულს მან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებთან, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ. ვერბლოუმ ჟურნალისტებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. ამავე შეხვედრაზე, საქართველოში ახლად დაფუძნებული „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებლებმა, მოწვეული ჟურნალისტებისათვის შიდა მოკლე პრეზენტაცია გამართეს. ნებისმიერ ჟურნალისტს შეეძლება ასოციაციაში გაწევრიანება. “, – განუცხადა http://www.knews.ge-ს პროექტის „MOLI კახეთში“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ნესტან მერმანიშვილმა.


წყარო: www.knews.ge

კომენტარები

კომენტარი