ENPARD III-ის ფარგლებში ევროკავშირი საპროექტო წინადადებების მიღებას აცხადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში, აცხადებს სოფლის განვითარების საპროექტო წინადადებების მიღებას.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში, დაბალგანვითარებულ რეგიონებში, სოფლად, მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას, მათ შორის ეკო-მიგრანტებს, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას (იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ მიმღებ თემებს) და ეთნიკურ უმცირესობებს. კონკრეტულ მიზანს კი წარმოადგენს აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების (დასაქმების და დასაქმების უნარიანობის), სოციალური ინტეგრაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
პროექტები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის და იმერეთის რეგიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წყარო:
წყარო: http://enpard.ge

კომენტარები

კომენტარი