ქართული ღვინის ექსპოზიცია იაპონიაში

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი, თინა კეზელი ცნობილი საგამოფენო სივრცის Terrada Warehouse და კომპანიის Sony Music Communications წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც knews.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წელს იაპონიაში ქართული ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის აკვანი“ გამართვის შესაძლებლობა და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. აღნიშნული გამოფენა საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში – Cité des Civilisations Du Vin 2017 წელს 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის უწყების ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წევრებმა საგამოფენო სივრცის Terrada Warehouse პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს რიოტა კიკუჩის, კომპანიის Sony Music Communications წარმომადგენელს შიმეონ სატოს და ღვინის იმპორტის საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტს ვატარუ ივამოტოს გამოფენის „საქართველო – ღვინის აკვანი“ დეტალური კონცეფცია გააცნეს.
„კონცეფცია, ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის შესახებ ექსპოზიციის გარდა, ღვინის მაგისტრების სემინარებს, თემატური ფილმების ჩვენებას, ფოლკლორულ წარმოდგენებს, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ლექცია-სემინარებს, ღვინის დეგუსტაციებს და სხვა ღონისძიებებს გულისხმობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ექსპოზიციის საგამოფენო სივრცესთან ადაპტაციის, ასევე, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს. იაპონურმა მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აღნიშნული გამოფენის გამართვასთან დაკავშირებით მათი განსაკუთრებული ინტერესი და მხარდაჭერა“, – განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
იაპონიაში ქართული ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის აკვანი“ გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეები უახლოეს მომავალში მიიღებენ.


წყარო: www.knews.ge

კომენტარები

კომენტარი