მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა.
2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 984 თასი იყო, რაც 2017 წლის I კვარტალთან შედარებით 5 პროცენტით შემცირებულია.
,,ფურისა და ფურკამეჩის ჯამურმა რაოდენობამ 473 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3 პროცენტით გაიზარდა და 1 მილიონ 300 000 სულს მიაღწია. ღორების რაოდენობა 177 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა 8 მილინი ფრთაა, რომელიც 2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე”, – განაცხადეს სტატისტიკის სამსახურში.

agromedia.ge-სთვის მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი