პროექტს “აწარმოე საქართველოში”, სავარაუდოდ, ახალი კომპონენტები დაემატება

პროექტს “აწარმოე საქართველოში”შესაძლოა ახალი კომპონენტები დაემატება. პროექტის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ არსებული პროექტები ძალიან წარმატებულია და ისინი აუცილებლად დარჩება, თუმცა მათ გადახალისებას არ გამორიცხავს.
“არსებული პროექტები არის ძალიან წარმატებული და აუცილებლად დარჩება, თუმცა ჩვენ შეიძლება გადავახალისოთ და დავამატოთ ახალი, საინტერესო კომპონენტები. სადაც უფრო მეტი პოტენციალია, მის იდენტიფიცირებას აუცილებლად მოვახდენთ და იქნება განახლებული ენერგია, ახალი სისხლი სააგენტოში, თუმცა ეს პროგრამები აუცილებლად დარჩება, რაც დღეს გვაქვს’’, – აცხადბს ხიდურელი.
პროგრამა “აწარმოე საქართველოში” 2014 წლის მაისში ამოქმედდა. პროექტის მიზანი წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნის და არსებულის გაფართოების ხელშეწყობაა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი