ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე კახურმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მიიღეს

ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. როგორც agromedia.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კონკურსზე ოქროსა და ვერცხლის მედლები ძირითადად კახურმა ღვინოებმა მიიღეს.
„კონკურსზე წარდგენილი იყო 70 დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის ღვინის 200-მდე ნიმუში, რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის წევრები იყვნენ: გიორგი დაქიშვილი, ფილიპ ლეპსი, დავით ჩიჩუა, ლიზა გრანიკი და ქეთევან ჯურხაძე“, – განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი