კახეთში 2500 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი უკვე აიღეს

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს დაახლოებით 2500 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი.
„ალაზნის ველზე დღეს შპს „მექანიზატორი“-ს 9 ერთეულმა კომბაინმა 200 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება დაასრულა. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 2,4777 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი. პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით კახეთში მობილიზებულია 102 ერთეული შპს „მექანიზატორის“ მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან გურჯაანის სერვის-ცენტრში 60, ხოლო დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში 42 ერთეული. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს“, -განუცხადეს agromedia.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი