“თაფლი ნაცნობ-მეგობრობით არ უნდა იყიდებოდეს”

“ქართული თაფლი საერთაშორისო სტანდარტებს არამხოლოდ ევროპული და საექსპორტო ბაზრებისთვის, არამედ ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც უნდა აკმაყოფილებდეს”, – განაცხადა “საქმიანი დილის“ ეთერში სასოფლო-სამეურნეო კოოპორატივების სააგენტოს თავმჯდომარემ. გიორგი მიშელაძის ინფორმაციით, ამჟამად ევროკავშირის ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა ჯანსაღ პროდუქტზეა, თუმცა სტანდარტი, რომ თაფლი არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე მინარევებს, არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ბაზრისთვისაც უნდა დამკვიდრდეს.
“თაფლი ბიძაშვილებში, მამიდაშვილებში და ერთამნეთის ნაცნობობით არ უნდა იყიდებოდეს. უნდა მოხდეს თაფლის ეტიკეტირება, რომელზეც დატანილი იქნება სრული ინფორმაცია, თუ რისგან შედგება ესა თუ ის თაფლი. ამჟამად ჩვენი სააგენტოს მიერ საქართველოში 46 800-ზე მეტი ფუტკრის ოჯახია აღწერილი და იდენტიფიცირებული, შესაბამისად ვიცით, თუ რომელ კოოპერატივში, რა რაოდენობის თაფლი იწარმოება. ასეთი ნაბიჯები აძლევს სახელმწიფოს საშალებას, რომ აწარმოოს ისეთი პროდუქტი, რომელიც მისაღები იქნება ადამიანისთვის როგორც სასურსათოდ, ასევე სამკურნალოდ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე”, – აღნიშნა გიორგი მიშელაძემ.
მისივე თქმით, “თაფლის საბჭო”, რომელიც ამჟამად ყალიბდება, ფერმერებს დაეხმარება ბაზრის კვლევაში, თაფლის ნაწარმის წარდგენაში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი