“ნუგბარი” სიღნაღში ახალ საწარმოს გახსნის

შპს “ნუგბარი” ახალ საწარმოში მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის დამფუძნებლის, ბიძინა ფხოველიშვილის თქმით, ახალი საწარმო ოქტომბერში გაიხსნება. საწარმოში თავდაპირველად ყურძნის წვენის კონცენტრატს დაამზადებენ, შემდეგ კი ჩურჩხელის წარმოებაც დაიწყება.
“საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია, შემოდგომაზე სავარაუდოდ 500-600 ტონა ყურძენს გადავამუშავებთ, რომელსაც მოსახლეობისგან შევისყიდით. თავდაპირველად საწარმოში ყურძნის წვენის კონცენტრატს დავამზადებთ, 2019 წლიდან კი ჩურჩხელის საწარმოო ხაზიც ამოქმედდება”, – განაცხადა ბიძინა ფხოველიშვილმა.
მისი თქმით, ახალი საწარმო კომპანიას საშუალებას მისცემს ჩურჩხელის წარმოება მინიმუმ სამჯერ გაზარდოს, იქ დღეში საშუალოდ 8-10 ათასი ცალი ჩურჩხელა დამზადდება.
აღნიშნული პროექტის განხორციელებაში შპს “ნუგბარს” სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა, რომლის ფარგლებშიც კომპანიას სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში შენობა-ნაგებობა გადაეცა.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი