სოფელ არაშენდაში კაკლის და მაყვლის ახალი ბაღები გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „გეალოგოსმა“, 8 ჰექტარ მიწის ფართობზე კაკლის და მაყვლის ახალი ბაღები გააშენა.
ხეხილის ბაღები გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მდებარეობს.
პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერ მარიამ მეკოშკიშვილის თქმით, ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო.
,,შპს „გეალოგოსმა“ ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 36 215 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან 24 220 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 11 995 ლარი — წვეთოვანი სისტემებისთვის. ჯამურმა ინვესტიციამ 62 790 ლარი შეადგინა. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5 264 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 28 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აქედან კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1 820 ჰექტარ მიწის ფართობზე”,- განაცხადა მარიამ მეკოშკიშვილმა.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი