გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში შპს „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. პროექტის ფარგლებში სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელდება.
რიგორც agromedia.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, საწარმო ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს.
ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიამ სოფელ ვაზისუბანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე, საინვესტიციო პირობებით, 84 000 ლარად იყიდა.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი