რუსეთი სასმელებზე კონტროლს ამკაცრებს

“როსპოტრებნადზორმა” საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზი, პროდუქციის ხარისხის სავალდებულო მოთხოვნებთან შეუსაბამობაა.
“როსპოტრებნადზორმა”, მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთის ტერიტორიაზე 16 ათასი ლიტრი სასმელი არ დაუშვა.
“ხარისხის ანალიზმა გამოავლინა წარმოების ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა და არასაკმარისი კონტროლი გამოშვებულ პროდუქციაზე, როგორც მწარმოებლების, ისე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი საქართველოდან შემოტანილ ალკოჰოლურ სასმელებზე გამკაცრდება”, -აღნიშნულია “როსპოტრებნადზორს“ განცხადებაში.

წყარო: http://www.bm.ge/ka/

კომენტარები

კომენტარი