მესაქონლეობა – როგორ მოვუაროთ საქონელს (ძროხა)

ძროხა სხვა პირუტყვთან შედარებით ყველაზე გავრცელბული ცხოველია დედამიწაზე, ადამიანი ძროხისაგან იღებს რძის მთლიანი რაოდენობის 99 %-ს, ხორცის 30%, მისი ტყავისაგან ამზადებენ ფეხსაცმელებს, ჩლიქებისა და რქებისგან წებოს, სისხლისა და ჯირკვლებისგან სამკურნალო პრეპარატებს, ნაკელისაგან საუკეთესო ორგანულ სასუქს. ეს ცხოველი უძველესი დროიადან გამოიყენება, როგროც გამწევი ძალა სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო სამუშაოთა შესასრულებლად.
საქართველოს მოსახლოების პირად საკუთრებაში მყოფი ფურების წველადობა მწირი კვებისა და ჯიშური სიჭრელის გამო ძალიან დაბალია და საშაულოდ შეადგანს 1100-1275 კგ-ს. თუმცა ცალეკულ შემთხვევებში (ცალკეულ, მცირე ზომის ფერმერულ მეურნეობებში) გვხვდება გაცილებით უკეთესი მაჩვენებლებიც. საქართველოში გვხვდება მომთაბრე მეძროხეობაც, რომლის დროსაც პირუტყვი ზაფხულში მთის საძოვრებზე მიჰყავთ და შემოდგომით ისევ ბარში აბრუნებენ.
მსოფლიოში ცნობილია 1000 –ზე მეტი ძროხის სხვადახვა ჯიში. საყოველთაოდ გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით მათ ყოფენ: სარძეო, სახორცე და კომბინირებული (სარძეო-სახორცე და სახორცე-სარძეო) მიმართულების ჯიშებად. საქართველოში სახორცე ჯიშები გავრცელებული არ არის, მაგრამ აქ გავრცელებულია სარძეო და კომბინირებული მიმართულების ჯიშები.
ძროხის შენახვის სტაციონალური ტიპი იყოფა ბაგურ-საძოვრულ, ბაგურ-ბაკურ, საძოვრულ და ბაგურ სისტემებად. ბაგუ-საძოვრული სისტემების დროს პირუყტყვს შენობებში ინახავენ და ბაგაზე კვებავენ, ზაფხულში კი-საძოვარზე გაჰყავთ, რაც საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ხშირად საძროხის ახლოს არ არის საძოვარი და იყენებენ ბაგურ-ბაკნურ სისტემას: მოშორებით იმავე მეურნეობის ტერიტორიაზე აწყობენ ბანაკს, სადაც პირუტყვი გადაჰყავთ, იქ აძოვებენ, დამატებით კვებავენ, წველიან და საზამთრო ბინებში მხოლოდ ბაგური კვების დასაწყისში აბრუნებენ. საძოვრული ტიპი გულისხმობს მთელ წელიწადს პირუტყვის საძოვარზე შენახვას, რაც შედარებით ნაკლებად გამოიყენება. ბაგური სისტემის დროს პირუტყვი მთელი წელიწადს შენობაში და სეირნობაზე ატარებს, საძოვრის გამოყენების გარეშე (შენახვის ეს ტიპი დამახასიათებლია ევროპისა და ამერიკის თანამედროვე მეცხოველეობის ფერმებისათვის).
წყარო: https://ihow.ge/

კომენტარები

კომენტარი