როგორ გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვის საშუალებები უსაფრთხოდ?

მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, უნდა განისაზღვროს არსებული პრობლემები და მიღებულ იქნას შესაბამისი კონსულტაციები სპეციალისტისგან. მომხმარებლებს უნდა მიეცეთ სპეციალური რჩევები ქიმიკატების შენახვასთან, მათი ნარჩენების და დაცლილი ჭურჭლის მინიმიზაციასა და გადაყრასთან დაკავშირებით.
მცენარეთა დაცვის საშუალებების შეფუთვები უნდა შემოწმდეს შესყიდვამდე, არ შეიძლება დაზიანებული ყუთების შეძენა. ეტიკეტზე იდენტიფიცირებული უნდა იყოს ყველა დეტალი.
შეინახეთ მცენარეთა დაცვის საშუალებები მგზავრებისა და საკვებისგან შორს. მანქანის ძარაზე არ უნდა იყოს ბასრი და მჭრელი ნივთები, დააჭედეთ ლურსმნები.დატვირთვისას და გადმოტვირთვისას აკრძალულია მოწევა და ჭამა-სმა. ფრთხილად დატვირთეთ და გადმოტვირთეთ. შეფუთვებს ნუ დაადებთ მძიმე საგნებს, რათა არ დაზიანდეს.
დაღვრის ან გაჟონვის შემთხვევაში:
ნუ მოწევთ დაბინძურებული ადგილის სიახლოვეს.
გაწმენდის პროცესში ატარეთ დამცავი ტანსაცმელი.
გამოაცალკევეთ დაზიანებული შეფუთვები და მოათავსეთ უსაფრთხო ადგილზე, მოსახლეობისა და წყალმომარაგების სისტემებისგან შორს.
გამოიყენეთ მიწა ან ნახერხი დაღვრილი ქიმიკატის დასაშრობად, გაწმინდეთ ფრთხილად და გააუნებელყავით წესების დაცვით ისე, რომ არ დაბინძურდეს მიწისქვეშა წყლები და წყალმომარაგების სისტემები.დაღვრისას დაიცავით მგზავრები და პირუტყვი, გააშრეთ მიწით ან ნახერხით, მანქანის ძარა გაწმინდეთ წყლით,სხეულზე მოხვედრისას, დაიბანეთ და გარეცხეთ ტანსაცმელი
შეინახეთ მცენარეთა დაცვის საშუალებები ცალ-ცალკე. თუ კვების პროდუქტები დაბინძურდა, განათავსეთ საშიში ნივთიერებებისთვის გამოყოფილ ადგილზე, დაწვით ან დამარხეთ. არ შეინახოთ მცენარეთა დაცვის საშუალებები ადამიანის ან პირუტყვის საკვებთან ერთად. დაბინძურებული საკვების გამოყენება არ შეიძლება. დაცლილი ჭურჭლის განადგურება ან გადაყრა უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, საშიში ნივთიერებების გაუვნებელყოფის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
ქროლადი მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, შესაძლებელია მოწამვლა ჩასუნთქვით, უზრუნველყავით სავენტილაციო სისტემა და გამოიყენეთ რესპირატორები. რისკის ქვეშ შეიძლება იყოს შინაური ცხოველებიც, დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებისას. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ცხოველთა საკვები შენახული უნდა იყოს მცენარეთა დაცვის საშუალებებისგან შორს. შეამოწმეთ, იყენებთ თუ არა მავნებლების საწინააღმდეგოდ შესაფერის პესტიციდს. – შეიძინეთ პესტიციდების მხოლოდ საჭირო რაოდენობა – ნუ იყიდით დაზიანებულ ან გახსნილ შეკვრას.
გამოყენების პროცესში ატარეთ დამცავი საშუალებები: – ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი (სპეცტანსაცმელი), მოერიდეთ ტანსაცმელზე შესხურებას და ორთქლის შესუნთქვას – ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. დამცავ ტანსაცმელში იგულისხმება რეზინის ჩექმები, სახის ნიღაბი, ხელთათმანები, ტანსაცმელი, წინსაფარი, რესპირატორი, ქუდი, დამცავი სათვალეები.
შეწამლულ ადგილებში დადგით ნიშნები, რომელზეც ნათლად იქნება აღნიშნული საჭირო ინფორმაცია.
წყარო: https://ihow.ge/

კომენტარები

კომენტარი