არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძე აღარ გაიყიდება

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის და რძის სექტორში ცვლილები იგეგმება. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის – FAO იდენტიფიკაციის პროექტის ხელმძღვანელ მიხეილ სოხაძის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან რძის შემკრები და გადამამუშავებელი საწარმოები აღარ ჩაიბარებენ რძეს იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველებიც არაა იდენტიფიცირებული საყურე ნიშნებით.
„ამ ცვლილების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს რძის და რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვა. რძის გადამამუშავებელი საწარმოები ჩაიბარებენ რძეს მხოლოდ იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები იდენტიფიცირებულია შესაბამისი საყურე ნიშნებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, იგი ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რომელსაც მინიმუმადე დაჰყავს ზოონოზური ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი“, – ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს ცვლილება მაქსიმალურად შეამცირებს ბაზარზე დაავადებული ცხოველური პროდუქციის მოხვედრას. მისივე ინფორმაციით, რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემა გულისხმობს ცხოველების გადაადგილებისა და ჯანმრთელობის მონიტორინგს.
„ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა სურსათის უვნებლობა. ცხოველთა იდენტიფიკაია-რეგისტრაციით ჩვენ ვიცავთ როგორც ცხოველების ისე ადამიანების ჯანმრთელობას, რადგან დაავადებების 70%, რომლითაც ინფიცირდება ადამიანი, არის ცხოველური წარმოშობის. ცვლილების ამოქმედება კი, რომელიც გულისხმობს არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძის გაყიდვის შეზღუდვას, შეამცირებს ბაზარზე დაავადებული ცხოველური პროდუქციის მოხვედრას“, – აღნიშნავს agromedia.ge-სთან საუბრისას ლაშა ავალიანი.
მომხმარებლები დადებითად აფასებენ აღნიშნულ ინიციატივას, თუმცა ისინი მიინევენ, რომ უსაფრთხო პროდუქტის წარმოებისთვის ეს არ არის საკმარისი. თელავში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ სახელმწიფომ არარეგისტრირებული საწარმების შესახებ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანონი.
მომხმარებლები დადებითად აფასებენ აღნიშნულ ინიციატივას, თუმცა ისინი მიინევენ, რომ უსაფრთხო პროდუქტის წარმოებისთვის ეს არ არის საკმარისი. თელავში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ სახელმწიფომ არარეგისტრირებული საწარმების შესახებ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანონი.
“ძალიან კარგია, თუ ზუსტად გვეცოდინება, რომ რძეს, რომელსა ვყიდულობთ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ბევრი ოჯახურ პირობებში აწარმოებს რძეს, რომელიც ბაზარში თავისუფლად იყიდება. ამიტომ სახელმწიფომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც არარეგისტრირებული საწარმოების რძე ვეღარ გაიყიდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ცხოველი, რომლის რძესაც ვყიდულობთ, დაკვლის დროს იყო ჯანმრთელი და არანაირი დაავადება არ ჰქონდა”, – ამბობს agromedia.ge-სთან საუბრისას თელავში მცხოვრები მაია მელიქიშვილი.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მობინადრე ყველა ფერმერის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს, განურჩევლად ცხოველების რაოდენობისა, სახელმწიფო ვეტერინარი წელიწადში 2-ჯერ უტარებს, სახელმწიფო პროგრამით გათვალიწინებულ უფასო ვაქცინაციას (ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვ…). პროგრამით გათვალისწიებულია საქონლის იდენტიფიკაცია საყურე ნიშნებით. ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს, აღნიშნული სერვისები კი ფერმერს სრულიად უფასოდ მიეწოდება.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი