“მეღვინეობა ხარება” კახეთში სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

“მეღვინეობა ხარება“ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი ეზუგბაიას თქმით, კახეთში სასტუმრო ბიზნესის განვითარების მიმართულება “მეღვინეობა ხარებას” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
“ვაპირებთ სასტუმრო ბიზნესის განვითარებას საქართველოს მასშტაბით, მათ შორის კახეთში. ეს დაგეგმარების პროცესშია, ჩვენ ვარჩევთ ლოკაციებს და სხვადასხვა შესაძლებლობას განვიხილავთ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეს შესაძლოა იყოს ყვარლის გვირაბის ტერიტორიაზეც. საქართველოში ტურიზმს 30%-იანი ზრდის ტემპი აქვს და ჩვენს ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ამ ზრდას. ტურისტები ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოდან, თუმცა ძალიან მოიმატა სტუმრების რაოდენობამ ევროპიდან, ამერიკიდან, ევროპული სტუმრებიდან გამოვარჩევდი გერმანიას, ჰოლანდიას, პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას. ასევე, მეზობელი ქვეყნებიდან“ – განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი