თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი აგვისტოს ბოლომდე გაიხსნება

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, რთველის სააკორდინაციო შტაბი თელავში აგვისტოს ბოლომდე გაიხსნება და ყურძნის მიღების მსურველი ღვინის კომპანიების რეგისტაცია დაიწყება. ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
„საკოორდინაციო შტაბის ფუნქცია იქნება რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა, რაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საწინდარია. მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის რთველი დაფუძნებული იქნება სრულ საბაზრო ფასების პირობებზე და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან“, – განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი