გურჯაანში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

13 ოქტომბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტი ღვინის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. როგორც agromedia.ge-ს მერიაში განუცხადეს, ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა. “ფესტივალის ფარგლებში სხსტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ: დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ ფასად; მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში; დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; მონაწილეობა მიიღონ ქვევრის გახსნაში, ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში”, – განუცხადეს agromedia.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი