წნორში ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. როგორც agromedia.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ქალაქ წნორში ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა შპს „ნამი“ გაიხსნა, სადაც ფერმერები მოსავლის ჩაბარებას შეძლებენ.
,,სიღნაღის მერი ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე მოსავალს კომპანია „იბერიკა სპირიტსი“ იბარებს. ამ დროისთვის 915 ტონა საფერავი, ხოლო 1200 ტონა რქაწითელი მოიკრიფა. წინასწარი მონაცემებით, მოსავალმა 22 000 ტონა უნდა შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი