კახეთში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 27 ათასამდე ტონა საფერავი, 9 ათასამდე ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა.
,,ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 11,5 ათასი ტონა, ყვარელში- 11 ათასი ტონა. თელავში – 8 ათასი ტონა, სიღნაღში – 4,7 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში – 3,2 ათასი ტონა, ახმეტაში – 2 ათასი ტონა და ლაგოდეხში 800 ტონამდე. დღეღამურად, საშუალოდ, 5 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. 10 სექტემბერს, რთველის პროცესში ჩართული იყო ღვინის 60-ზე მეტი კომპანია კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა ღვინის 102-მა კომპანიამ”,- განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი