თელავში ღვინის ფესტივალი ,,თელავინო 2018″ გაიმართება

5 ოქტომბერს, თელავში, „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ ინიციატივით და თელავის მერიის მხარდაჭერით ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018″ გაიმართება. ფესტივალის მიზანია ქართული მეღვინეობის, ვაზის, ღვინისა და მასთან შერწყმული ტრადიციების პოპულარიზაცია და განვითარება.
როგორც agromedia.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა განუცხადა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ღვინის კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარკების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო, ტრადიციული კერძები და ასევე ყველისა და თაფლის პროდუქცია.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
“თელავინო” ტარდება მისი დამაარსებელი “კახეთის მეღვინეთა გილდიის” ინიციატივითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. მასში მონაწილეობას მიიღებენ გილდიის წევრი ღვინის კომპანიები და სხვა ადგილობრივები. ფესტივალის არის ქართული ღვინის, ეროვნული ტრადიციებისა და ხელოვნების პოპულარიზავია და ტურიზმის ხელშეწყობა”,- განუცხადა agromedia.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი