ყურძნის შესაძენად აკურის ღვინის ქარხანას 30 მილიონი ლარი გადაეცემა

მთავრობა ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აკურის ღვინის ქარხანას 30 მილიონ ლარს გადასცემს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად აღნიშნული საკითხი შესყიდვების სააგენტოში განიხილება. სამინისტროს გადაწყვეტილებას 20 სექტემბრამდე მიიღებს.
“თანხმობის შემთხვევაში ,,აკურამ“ აღნიშნული თანხით ის ყურძენი უნდა შეიძინოს, გადაამუშაოს და დაასაწყობოს, რომელსაც კერძო კომპანიების კუთვნილი ქარხნები აღარ ჩაიბარებენ. გამარტივებული შესყიდვის უფლების მინიჭებას ,,აკურა“ იმ მოტივით ითხოვს, რომ წინასწარ შეუძლებელი იყო განესაზღვრათ, რა რაოდენობის ყურძენი დარჩება გაუყიდავი”, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი