საგარეჯოში 30 ჰექტარზე მეტი ვენახი დაისეტყვა

სეტყვამ 18 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი შიბლიანიც დააზარალა.
როგორც knews.ge-ს მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად 30 ჰექტარი რქაწითელისა და 2 ჰექტარი სასუფრე ჯიშის ვენახები 25%-ით დაზიანდა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, დასეტყვილ ყურძენს ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ და დაზარალებულ მევენახეებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნება.
მოამზადა ნათია დათუკიშვილი

კომენტარები

კომენტარი