კახეთში სიმინდის მოსავლის აღება დაიწყო

კახეთის რეგიონში, სიმინდის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.
ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.
“სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელგორში, სადაც 15 ჰექტარზე დათესილი სიმინდის მოსავალი უკვე აიღეს.
მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ამ დროისათვის შპს „მექანიზატორში“ 117 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში. მოსავლის აღების აგროოპერაციის გარდა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს”, – განუცხადეს agromedia.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი