სოფელ ველისციხეში სანერგე მეურნეობა გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სანერგე მეურნეობა გაიხსნა. მეურნეობა, სხვადასხვა ჯიშის ნერგთან ერთად, ლურჯი მოცვის წარმოების გაფართოებას გეგმავს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, ივანე ბასილაშვილის თქმით, მართალია რეგიონში ყველაზე დიდი მოთხოვნა კაკალზეა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, რაც კენკროვან კულტურებზე დიდი აქცენტი კეთდება.
,,კენკროვან კულტურებზე რეგიონში მოთხოვნა მზარდია და ყოველწლიურად მატულობს მისი გაშენების მსურველთა რიცხვი,” – განუცხადა agromedia.ge-ს ბასილაშვილმა.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კენკროვან კულტურებზე და წარმოებულ პროდუქტზე როგორც საქართველოში ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ირინა ფხოველიშვილის თქმით, კენკრა სამომავლოდ ტრადიციულ დარგებს ჩაანაცვლებს.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი

კომენტარები

კომენტარი