ევროკავშირის მხარდაჭერით ლაგოდეხში მეორე საგრანტო კონკურსი იწყება

ქეა ავსტრიამ და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ამოცანაა ლაგოდეხში ისეთი ტიპის სასოფლო-სამეურნეო და არა-სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოვლენილ ადგილობრივ პრიორიტეტებს პასუხობენ.
საგრანტო პროგრამის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლად სიღარიბის შემცირების, სამუშაო ადგილების შექმნისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სტიმულირება.
,,პროექტი “სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, დასაქმების მაჩვენებლების გაზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ინტეგრირებული, მდგრადი და თანამონაწილეობითი სოფლის განვითარების პროცესის მხარდაჭერით.
კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური და არაკომერციული მიმართულებებით, გარდა მითითებული გამონაკლისებისა. კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ლაგოდეხის ტერიტორიზე ახორციელებენ.
კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საგრანტო იდეები. განაცხადის შესავსებად განმცხადებელს შეუძლია ეწვიოს შემდეგ ვებ გვერდებს:www.lagodekhilag.ge – ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის ოფიციალური ვებ გვერდი.
www.care-caucasus.org.ge – ქეა საერთაშორისო კავკასიაში ოფიციალური ვებ გვერდი
www.enpard.ge – ენპარდის ოფიციალური ვებ გვერდი.
www.facebook.com/lagodekhi.LAG/ – ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი”,- განაცხადეს ლაგოდეხის განვითარების ჯგუფში.
საგრანტო იდეის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი, 18:00 სთ.
დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ იხილონ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, მითითებულ ვებ გვერდებზე: www.lagodekhilag.ge ; www.care-caucasus.org.ge ; www.enpard.ge
ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი