ყვარელში მევენახეთა ფორუმი გაიმართა

კომპანია „კარტლისის“ ორგანიზებით ქ. ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, „მევენახეთა ფორუმი“ გაიმართა.

ფორუმს 200 მდე ფერმერი ესწრებოდა. შეხვედრაზე ფორუმის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მევენახეიბის დარგში არსებულ სიახლეებზე. ფორუმზე ასევე იმსჯელეს დარგში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

“შეხვედრაზე პრობლემებისა და სიახლეების გარდა, ვისაუბრეთ თანამედროვე სარწყავ სისტემებზე, ვაზის კვების სქემაზე, მცენარეთა დაცვის ახალ საშუალებებიზე.
ღონისძიება გაგრძელდა კითხვა- პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში” , – აცხადებენ კომპანია “კარტლისში”.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი