სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 20 მილიონი ლარით დაფინანსდება

საპარლამენტო ლიდერის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით განისაზღვრება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეიბა სოფლის პრიორიტეტებს თავად განსაზღვრავს. მისივე თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას რეგიონებს მიაქცევს.

“20 მილიონით დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სადაც სოფლები თავად შეძლებენ მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა გამოსწორდეს, რა უნდა აღდგეს.
რეგიონები არის ის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ 2019 წელს და შემდეგ წლებში, 70 მილიონით რეგიონების ბიუჯეტის გაზრდა ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, უფრო სწრაფად მოგვარებულ პრობლემებს, რომელიც აქვთ რეგიონებში, სოფლებს და რომელიც აქვთ ქალაქსაც. მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იქნება ძალიან ეფექტური“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი