გურჯაანში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პროექტის „DCFTA – ის შესახებ ფერმერულ მეურნეობებში ჩართული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ფარგლებში“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონის მოსახლეობისათვის ღღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ ინფორმირებულობის, ცნობიერების ამაღლებისა და მისი იმპლემენტაციის მხარდაჭერის მიზნით მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.

,,პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდა მეწარმეები, მცირე და საშუალო და დამწყები ფერმერები. ვაპირებთ, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში გავმართოთ საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მოსახლეობას დაურიგდება ბუკლეტები ევროპასთან ასოცირების პროცესში DCFTA-ს შესახებ. ვისაუბრებთ იმ გამოწვევების შესახებ, რაც ახლავს ქართული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე, როგორ უნდა გაიზარდოს ჩენი კონკურენტუნარიანობა სოფლის მეურნეობის სექტორში და სხვა“, – განუცხადა agromedia.ge-ს პროექტის კოორდინატორმა ნატალია ცისკარაშვილმა.
მოამზადა ნინი ასანაშვილმა

მოამზადა ნინი ასანაშვილმა

კომენტარები

კომენტარი