სოფელ თეთრიწყლებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რძის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების პრობლემებსა და სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
,,2020 წლიდან HACCP-ის სტანდარტების დაცვა მოეთხოვება ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, მცირე მეწარმეებს. ჩვენ კი, ამ კუთხით ინფორმირებულები არ ვართ. აუცილებელია, ამ მიმართულებით აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩატარდეს. ხელი არ მიგვიწვდება საჯარო ინფორმაციაზე, ინტერნეტი ჩვენ არ გვაქვს. არც მათთან მიგვიწვდება ხელი, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, რომ დახმარება გაგვიწიოს“, – აცხადებს agromedia.ge-სთან საუბრისას სოფელ თეთრიწყლებში მცხოვრები ავთანდილ ქისტაური.
შეხვედრა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთისა და DCFTA საინფორმაციო რესურს მაგიდის ორგანიზებით პროექტის „DCFTA – ის შესახებ ფერმერულ მეურნეობებში ჩართული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

მოამზადა ნატალია ცისკარაშვილმა

კომენტარები

კომენტარი