სოფელ ყიტაანში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორნაციო შეხვედრა ჩატარდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე
მოსახლეობამ ძირითად პრობლემურ საკითხად ხილის რეალიზაცია დაასახელა.
,,ჩვენთან ხილი ლპება, ვერ ვყიდით. ამაში გვჭირდება დამხარება. თავისუფალი ვაჭრობა ხომ ნიშნავს ევროპის ბაზრებზე წვდომას? რატომ ვერ ვყიდით პროდუქტს, როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში? მოგვყვავს ხილი და მოყვანილი მოსავალი გვიფუჭდება და ვყრით. გაგვიხსნან ბაზრები და გვიჩვენონ გზა, რა გავაკეთოთ, რომ შრომა ღირდეს“, – აცხადებენ agromedia.ge-სთან ყიტაანში მცხოვრებლები.
შეხვედრა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთისა და DCFTA საინფორმაციო რესურს მაგიდის ორგანიზებით პროექტის „DCFTA – ის შესახებ ფერმერულ მეურნეობებში ჩართული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ ფარგლებში.
მოამზადა ნატალია ცისკარაშვილმა

კომენტარები

კომენტარი