ექსპერტები – სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 20 მილიონი ლარი საკმარისი არ არის

2019 წლიდან ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას გეგმავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პროგრამისთვის 2019 წელს 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. ექსპრტები მიიჩნევენ, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა უნდა გაიზარდოს.
კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი, ირაკლი მელაშვილი პროგრამის აღდგენას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ თანხა საკმარისი არ არის და ამიტომ მისი ეფექტიანობა დაბალი იქნება.
„თანხა არის გასაზრდელი და პროგრამის მიზნობრიობა დასაზუსტებელია. აუცილებელია, მკაფიოდ გაიწეროს პროექტების შერჩევისას მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. აუცილებლად უნდა ჩატარდეს სოფლის კრებები. სადაც მოსახლეობა თავად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და გადაწყვეტს, რომელი პრობლემების მოგვარება სურთ სოფელში“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი