მამუკა ბახტაძე – პროექტს “აწარმოე საქართველოში“ მომავალ წელს გამარტივებული პროგრამა ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს პროგრამაში “აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება და და მომავალ წელს პროგრამა მნისვნელოვნად გამარტივებული იქნება.

“მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ჩვენი მთავრობა 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას “აწამოე საქართველოში“, ეს პროექტი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს რეგიონებში. იცით, რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი რეგიონების თანაბარი განვითარება, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ისეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახება. ამ პროგრამის ფარგლებში, დღემდე მხარდაჭერილი 503 013 რეგიონული პროექტი გახლდათ და ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 50 მილიონ ლარამდე შეადგინა. თანადაფინანსების სახით კი, თითქმის 23 მილიონი ლარი გაიცა. გვყავს 8 500 ბენეფიციარამდე.

ასევე, წელს, განვახორციელებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს და მომდევნო წელს პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვნად გამარტივებული პროგრამით შეხვდება, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი მნიშვნელოვნად იქნება გაძლიერებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ისარგებლებს ამ შესაძლებლობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2018 წელს პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკროგრანტების მოსაპოვებელ კონკურსში გამარჯვებულთა 45% ქალია.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი