ხილის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ ჩუმლაყში

კენკროვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალი იზრდება. ევროკავშირში ბიოლოგიურად სუფთა კენკროვან კულტურებზე მაღალი მსყიდველობითუნარიანი მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ამავე დროს, DCFTA საქართველოში მოყვანილ მაყვლის ექსპორტსევროკავშირში ყოველგვარი გადასახადიდან ათავისუფლებს. წლიდან-წლამდე ქართველი ფერმერებისწავლობენ ევროკავშირის ბაზრის სპეციფიკურ მოთხოვნებს.
იმისთვის, რომ მეწარმემ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს, მან უნდა დააკმაყოფილოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები და აწარმოოს სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეწარმემ, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ იზოლდა ქიტესაშვილმა USAID-ის პროგრამის ფარგლებში ხილის საშრობის მოწყობისთვის გრანტი მიიღო და ხილის გადამამუშავებელი და ჩირის საწარმო გახსნა. აცხადებს, რომ დონორი ორგანიზაციების დახმარება მნიშვნელოვანია, თუმცა მეწარმესთან ერთად ამ საექსპორტო პროდუქციის წარმოების პროცესში სახელმწიფო და საზოგადოებრივი სექტორიც უნდა ჩაერთოს.
,,ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კენკროვანი ხილის მოყვანა. იმ ფერმერებს რომლებიც ახლა იწყებენ წარმოებას სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან. ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ თითქმის არ ვიცით როგორ გავაშენოთ ეს კულტურები, სად როგორ შეეგუება მცენარე კლიმატურ პირობებს. პრობლემურია გასაღების ბაზრი, რადგან არ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დონორი ორგანიზაციები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში’’, – განუცხადა knews.ge-ს იზოლდა ქიტესაშვილმა.

ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი

კომენტარები

კომენტარი