დავარგებული ყველის წარმოება სოფელ კურდღელაურში

12 წელია, რაც გოჩა ღაღაშვილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ყველის ბიზნესი აქვს. ღაღაშვილმა საოჯახო ბიზნესი აქცია მზარდ წარმოებად, სადაც 20 ადგილობრივია დასაქმებული.
საწარმოში პროდუქტის უსაფრთხო, მაღალტექნოლუგიური წარმოების დანერგვის მიუხედავად, ყველის რეალიზაცია კვლავ პრობლემად რჩება. მეწარმე ამბობს, რომ ,,ცივის ყველის“ დავარგებული 9 ტიპის ყველის 25 ნაირსახეობა გემოვნური თვისებებით უნიკალურია.
,,გვაქვს ქართული წესით საფერავში დავარგებული ქართული პრესილი ყველები. გვაქვს მაგალითად, ჭაჭაში, საფერავში დავარგებული, სხვადასხვა სანელებლებით, კაკაოში მომზადებული ყველი. პეოდუქტის დაძველების მინიმუმი არის თვენახევარი. დასაძველებელ ოთახში ყველს დამუშავება ჭირდება, გადატრიალება, გასუფთავება“, – განმარტავს agromedia.ge-სთან ღაღაშვილი.
საწარმოს HACCP-ის მეჯერი თამარ ჭინჭარაული აღნიშნავს, რომ პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის სისტემა დანერგეს. ჭინჭარაულის ინფორმაციით, საწარმო უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს.
,,პროდუქტი უსაფრთხოა, ყველი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას სისტემატურად. რძე გვაქვს ძვირადღირებული. ჩვენ ვთანამშრომლობთ ფერმებთან, რომლებსაც ევროსტანდარტის რძე აქვთ. სისტემატურად ვიღებთ გამოფენებზე მონაწილებას. რაც უფრო ძველდება ყველი, სპეციფიური გემო ეძლევა, მიირთმევა თეთრ თუ შავ ღვინოსთან ერთად. დამზადებულ ყველს ვჭრით 250 გრამის ოდენობით და ვაფასოებთ ორიგინალური შეფუთვით.
მეწარმე გოჩა ღაღაშვილი სამომავლოდ, ყველის წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს.

ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი

კომენტარები

კომენტარი