ბიო კიტრის წარმოება სოფელ ალვანში

კოოპერატივ ,,ნერგებში“ ხუთი ქალია. თინიკომ, დალიმ, სოფიკომ, ნინომ და თინამ საოჯახო საქმე ბიზნეს იდეად აქციეს და ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში სასათბურე მეურნეობა მოაწყეს. ისინი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებენ. კოოპერატივის თავმჯდომარე დალი ვეშაგურიძე ამბობს, რომ სათბურის გახსნის იდეა სკოლაში შესვენების დროს დაებადათ, მაგრამ ხუთი პედაგოგიდან პროექტის წერა არცეთმა მათგანმა არ იცოდა, თუმცა დონორი ორგანიზაციების დახმარებით მალე ბიზნესსაქმიანობა დაიწყეს.
“კოოპერატივი “ნერგები“ ENPARD-ის ფინანსური და ოქსფამის ტექნიკური მხარდაჭერით ჩამოვაყალიბეთ. 49 ათასი ევრო ითავლისწინებდა სოფლის მეურნეობაში აღორძნებას. იმ პერიოდში გამოცდილება იყო საშუალო, მაგრამ ყველას გვაქვს საკარმიდამო ეზოში ბოსტანი და მოგვყავს პროდუქტი. 2016 წლის თებერვლიდან დავიწყეთ ფუნქციონირება, გამოვიყვანეთ კიტრისა და პომიდვრის ჩითილები და შემდეგ ნერგები სათბურებში გადავრგეთ. ვაწარმოებთ ბიოპროდუქციას, რაც ძალიან შრომატევადია. როდესაც ტრადიციული მეთოდით მოყვანილი 1 კილოგრამი კიტრის ფასი 25 თეთრამდე ეცემა, ბიოლოგიური დაცვის საშუალებებით წარმოებული ჩვენი პროდუქტი ერთი ლარი ღირს. დაავადებებსაც ბიოპრეპარატებით ვმკურნალობთ. სულ გვაქვს 2 სათბური, თითოეული არის 450 კვ.მ. შარშან მოვიყვანეთ მაშა კიტრი, წელს კი დავამატეთ 2 სახეობა“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ვეშაგურიძე.
ფერმერები ფიქრობენ, რომ ქალთა სამეწარმეო შესაძლებლობები აქტიურად ვითარდება. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ეკონომიკური შესაძლებლობების ინდექსი ეტაპობრივად იზრდება.
“პირველ ეტაპზე პროდუქტს სოფლის მაღაზიებში ვყიდდით, არც გვქონდა მეტი პროდუქტი. წელს გვექნება მოსავალი და, სავარაუდოდ, რესტორნებს ჩავაბარებთ. ბოსტნეულის მსხომიარობა დაახლოებით 3 თვე გრძელდება. კოოპერატივის შექმნა გადავწვტეთ, იმიტომ რომ ხარჯი იყოს ნაკლები და ჩვენს შრომას ჰქონდეს ფასი. ვთვლით, რომ ეკონომიკურად აქტიური სამუშაო ძალა, მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს ქვეყნის განვითარებაში“, – განმარტავს თინა ჯიხოშვილი.
კოოპერატივის წევრების სამომავლო გეგმებში სასათბურე ბიომეურნეობის გაფართოება და თუშური სახლის გახსნაა.

ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი

კომენტარები

კომენტარი