ლაგოდეხში, ხურმის ბაღებში ელექტრო გაყვანილობა და სარწყავი სისტემა დამონტაჟდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შპს „ლაკუასტის“ ხურმის ბაღებში ელექტრო გადამცემი ბოძები და გაყვანილობა დამონტაჟდა.

კომპანიის წარმომადგენლის, დავით ფარცვანიას განცხადებით, ელექტრო გაყვანილობამ მოტივაცია გააჩინა, რომ ხურმის ბაღებში თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემაც დამონტაჟებულიყო. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.

„ხურმის ბაღში ელექტრო გადამცემი ბოძებისა და გაყვანილობების დამოტაჟებისათვის, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირმა 70 ათასი ლარით დაგვაფინანსა, რამაც მოგვცა საშუალება 12 ჰექტარზე გადაჭიმული ხურმის ბაღები თანამედროვე სარწყავი სისტემითა და სეტყვასაწინააღმდეგო ბადეებით აღგვეჭურვა“, – აცხადებს დავით ფარცვანია.

ბაღებიდან მიღებული ხურმის მოსავალი მთლიანად ექსპორტზე, უკრაინასა და ფინეთში გადის.

ერთი კილოგრამი ხურმის შესასყიდი ფასი ადგილზე 1 ლარი და 50 თეთრია.

კომპანია სამომავლოდ ვაშლის, მსხლისა და ქლიავის ბაღების გაშენებასაც გეგმავს.

შპს „ლაკუასტის“ ხურმის ბაღები ლაგოდეხში 2017 წელს გაშენდა. პროექტის განხორციელებაში ინვესტიციის სახით დაახლოებით 450 ათასი ლარი დაიხარჯა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი