როგორია კახეთის რეგიონში რძის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში HACCP-ის გამოწვევები

2020 წლიდან რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა საწარმოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Point) სისტემა უნდადანერგონ. სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა სავალდებულო იქნება მცირე საწარმოებისთვისაც. თუმცა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესახებ მეწარმეების ინფორმირების დონე დაბალია.
Agromedia.ge-სთან რესპონდენტები ინტერვიუში აცხადებენ, რომ ამ კუთხით ინფორმირების დონე დაბალია. ისინი, ამ მიმართულებით აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებენ. ამბობენ, რომ მეწარმეების გარკვეულ ჯგუფებს HACCP-ის შესახებ არ სმენია, არ იციან სიტყვის განმარტება და, ამასთან, ვინც იცის რა მოთხოვნებზეა საუბარი, მაინც ჭირდებათ დახმარება.
,,მნიშვნელოვანია ინფორმაციის ქონა იმ საკითხზე რასაც აკეთებ. თუ ვერ ერკვევი, ვერ აწარმოებ ხარისხიან და სანდო პროდუქციას. ცალკე პრობლემაა მომხმარებელების არაინფორმირებულობა, რომლებიც ხშირად არარეგესტრირებული საწარმოების მიერ წარმოეულ პროდუქტს ყიდულობენ“, – ამბობს რძის საწარმოს მეპატრონე მიხეილ მათიაშვილი.
მისივე მოსაზრებით, ინფორმირებული მომხმარებლის გარეშე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების სრულყოფილი შესრულება შეუძლებელია.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის ქონა იმ საკითხზე რასაც აკეთებ. თუ ვერ ერკვევი, ვერ აწარმოებ ხარისხიან და სანდო პროდუქციას, რთული იქნება მისი რეალიზაციაც საზოგადოების ფართო ფენებში. კიდევ ცალკე პრობლემაა მომხმარებელების არაინფორმირებულობა, რომლებიც ხშირად არაგესტრირებული საწარმოების მიერ წარმოეულ პროდუქტს ყიდულობენ“.
ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა მტკივნეული. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემატური საკითხები დიდ გავლენას ახდენს აღნიშნულ სფეროს განვითარებასა და ჰასპის სისტემის დანერგვაზე.
,,მოსახლეობა, რომელიც არ არის ინფორმირებული ჰასპის სისტემის ძირითად პრინციპებზე და ჯანმრთელობსითვის უსაფრთხო სურსათზე, მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე დაბალია. რომ არ შეგვქნოდეს მაღაზიებსა და მარკეტებში, ადგილობრივ ბაზრებზე ვერ გავყიდით“, – აცხადებს რძის გადამამუშავებელი საწარმოს მეპატრონე ბესიკ თოფჩიშვილი.
ექსპერტის რძის წარმოება/გადამუშავების დარგში, ,,საქ.რძეს“ დირექტორი კახაბერ კონიაშვილი agromedia.ge-სთან საუბარში განმარტავს რომ აუცილებელია ქვეყანაში რძისა და რძის პროდუქტების ხარისხი გაკონტროლდეს.
,,რძესთან დაკავშირებით ქვეყანაში ბევრი პრობლემაა: კარგი და ხარისხიანი რძის დეფიციტია, ასევე ყველის შავი ბაზარია, სურსათს უვნებლობის და კონტროლის დიდი პრობლემაა და სხვა. ჩვენი ორგანიზაცია გახდა ევროპის მერძევეთა ასოციაციის წევრი, შესაბამისად, მათი დახმარებით შეგვიძლია მოწინავე ტექნოლოგიების დანეგვა და ცოდნის წამოღება, ეს ჩვენს სიტუაციაში მყოფ ქვეყანას ძალიან წაადგება. სამომავლოდ გვინდა შევქმნათ ლაბორატორია, რომელიც რძის პროდუქტების და რძის ხარისხს გააკონტროლებს ქვეყანაში, – განაცხადა კონიაშვილმა.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი

კომენტარები

კომენტარი