სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცპროდუქტებთან და რძის ნაწარმთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სურსათი არის ხორცი, ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმები, ამიტომ უნდა მოვერიდოთ არაორგანიზებულ ადგილებში სურსათის შეძენას,- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვასილ ბასილაიამ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით წელს შარშანდელთან შედარებით სახელმწიფო კონტროლი გააქტიურებულია და შესაბამისად, ბიზნესოპერატორების უმრავლესობა, რომლებიც სურსათს ყიდიან, შემოწმებულია.
“უნდა მოვერიდოთ არაორგანიზებულ ადგილებში სურსათის შეძენას. უნდა შევიძინოთ სურსათი მხოლოდ რეგისტრირებულ, კეთილმოწყობილ დაწესებულებებში, სადაც დაცულია სანიტარულ- ჰიგიენური მდგომარეობა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სურსათი არის ხორცი, ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმები. ინსპექტირების ფარგლებში სააგენტო მუდმივად ამოწმებს ყველა მიმართულების ბიზნესოპერატორებს და, რა თქმა უნდა, მათ შორის მაღალი რისკის სურსათით მოვაჭრე ბიზნესოპერატორებს. ამ შემოწების შედეგებია, რომ გამოწვევები რჩება, რომელსაც 2019 წელს ჩვენ უფრო მეტი სიმძლავრით მივხედავთ, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შარშანდელთან შედარებით სახელმწიფო კონტროლი უფრო გააქტიურებულია. უფრო მეტი ბიზნესოპერატორია წელს შემოწმებული”, – აღნიშნა ბასილაიამ.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი