2018 წელს ექსპორტზე მილიარდ ლარზე მეტი აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდნეობის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჯამური თანხა დაახლოებით 1 მილიარდი ლარია, საიდანაც ყურძნის წარმოშობის პროდუქტებზე 300 მილიონი ლარი მოდის.

„2018 წელი საქართველოსთვის იქნება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის კუთხით რეკორდული. დაახლოებით მილიარდ ლარს მიუახლოვდა. საბოლოო მონაცემები იანვრაში დაზუსტდება თუმცა ეს არის უპრეცენდენტო მონაცემები. აქ მნიშვნელოვანი წილი ტრადიციულად უკავია ისეთ დარგს, როგორიცაა საქართველოსთვის მევენახეობა და მეღვინეობა. ყურძნის წარმოშობის პროდუქტებზე 300 მლნის ექსპორტი მოდის. მნიშვნელოვნად გაზარდა ღვინის ექსპორტი და ეს არის ის წინაპირობა, რის გამოც რთველი წარმატებით ჩატარდა. 200 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოსახლეობამ კეთლდღეობის სახით მიიღო 300 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი” – განაცხადა დავითაშვილმა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი