თბილისში პანკისელი ქალების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

29 დეკემბერს, თბილისში, პანკისელი ქალების მიერ დამზადებული პროდუქტისა და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებას შარდენის ქუჩაზე მდებარე გალერეა უმასპინძლებს.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სოფლის ნატურალური ნობათი და თექისა და თიხის ნაკეთობები.

ღონისძიება 14:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების მიერ დამზადებული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ ორგანიზებით.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი