ყვარელში ზეთისხილის ბაღები გაშენდება

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ყვარელში 15 ჰექტარზე ზეთისხილის ბაღების გაშენებას გეგმავს.
მისი თქმით, ზეთისხილის ბაღების პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 300 ათასი ლარია და მის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენებაში თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
“2019 წელს დაანონსებული გვაქვს თაფლის და გუდის ყველის წარმოების დაწყება, რომელსაც დაემატება ზეთისხილის ბაღები. ამ მიმართულებით, ყველა ჩემი ბიზნესი ყვარელშია”, – აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
ბიზნესმენის ინფორმაციით, 2019 წელს ასევე გეგმავს თუშეთში 43 ნომრიანი სასტუმროს გახსნას.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი