ტიბაანში მდებარე რესტორანი “გიჟი ბროწეული” მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სიაში მოხვდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარე ჯონ ვურდემანის რესტორანი “გიჟი ბროწეული” მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. “მსოფლიო რესტორნების დაჯილდოება”, რომელმაც “გიჟი ბროწეული” საუკეთესო რესტორნების სიაში შეიყვანა, პირველ ცერემონიას პარიზში, 18 თებერვალს გამართავს. გამარჯვებულები გამოვლიდნებიან 11 კატეგორიაში, მათგან ერთ-ერთში – Off Map Destination-ში, 28 ნომინანტს შორის რესტორანი – “გიჟი ბროწეული” მოხვდა.
რესტორანი 2016 წლის გაზაფხულზე გაიხსნა, რომელიც ჯონ ვურდემანის ღვინის მარნის თავზე მდებარეობს რესტორნის გარშემო “ვარდისფერი რქაწითელის” ჯიშის ვენახია გაშენებული.
ჯონ ვურდემანი საქართველოში 1995 წელს ჩამოვიდა. დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული მეღვინე და რესტორატორია. მის პროექტებს შორისაა “ვინო ანდერგრაუნდი”, “აზარფეშა” და “გიჟი ბროწეული.”

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი